რეგისტრაცია

 

 

  • უპირველეს ყოვლისა, აირჩიეთ სასურველი ვაკანსია, დარწმუნდით რომ აკმაყოფილებთ  მოთხოვნებს და გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: contact@eujobs.ge (გთხოვთ სახელწოდებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება)
     

  • გაითვალისწინეთ, რომ CV უნდა იყოს Europass-ის ფორმატში. აღნიშნული ფორმა გაძლევთ თქვენი სურათის, სერტიფიკატის, და უმაღლესი სასწავლებლის დამადასტურებელი დიპლომის ატვირთვის საშუალებას, რომელიც სავალდებულოა საიმისოდ რომ თქვენი კანდიდატურა იქნას განხილული.
     

  • მოგახსენებთ, რომ გასაუბრება შედგება ორი ეტაპისგან. პირველ ნაწილს გადიხართ ტესტირების სახით უშუალოდ კომპანია ეუჯობსის წარმომადგენლობასთან.

  • ტესტირება ჩაგიტარდებათ ინგლისურ ენაში, რომელიც ვერბალური და წერითი სახისაა. წარმატებით გავლის შემთხვევაში, კომპანია ეუჯობსთან გაგიფორმდებათ  ხელშეკრულება, რის შემდეგაც გადაიხდით სარეგისტრაციო თანხას - 200 ლარს (მოგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო თანხა უკან გიბრუნდებათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ მიიღებთ შემოთავაზებას დამსაქმებლისგან).

  • ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ეუჯობსის წარმომადგენელი გაგაცნობთ საჭირო დოკუმენტაციის ნუსხას რის შემდეგაც დაგენიშნებათ გასაუბრება უშუალო დამსაქმებელთან.

  • დამსაქმებელთან მოლაპარაკების წარმატებით გავლის შემდეგ, მათი მხრიდან გეგზავნებათ მოწვევა, რის საფუძველზეც შეგაქვთ განაცხადი ჩინეთის ვიზაზე, ჩვენი წარმომადგენელი პროცედურულად დაგეხმარებათ ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში. მოგახსენებთ, რომ ვიზის მოსაკრებელს იხდით თქვენ, კომპანია ეუჯობსი არ აგებს პასუხს ჩინეთის ვიზის მიღებაზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტაციის მოძიებას და სავიზო პროცედურებს საშუალოდ ესაჭიროება ერთი თვე.

  • ყურადღება! მხოლოდ ჩინეთში მუშაობის დაწყების შემდეგ, თქვენ იხდით ეუჯობსის მიერ გაწეული მომსახურეობისათვის მიღებული ხელფასის 50%-ს (აღნიშნული პროცენტის გადახდა ხდება მხოლოდ ერთჯერადად, პირველი აღებული ხელფასიდან).

სასარგებლო ბმულები 

მენიუ

საკონტაქტო ინფორმაცია

 

     თბილისი 0162, ი.აბაშიძის ქ. 72

 

ტელეფონი: (995) 0 790 502 112

მობილური: (995) 598 222 787

 ელ.ფოსტა: contact@eujobs.ge

   ვებსაიტი: https://www.eujobs.ge/ 

  • Facebook
  • Linkedin

© 2019 EuJobs. All Rights Reserved                                                                                                                                                        Design by REMAX