ხშირად დასმული შეკითხვები ჩინეთზე

 

 

1. რა ღირს რეგისტრაცია?

მოგახსენებთ, რომ ჩვენთან რეგისტრაცია ფასიანია და შეადგენს 200 ლარს, თანხა უკან დაგიბრუნდებათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენსა და დამსაქმებელს შორის ვერ შედგება შეთანხმება.

2. ჩინური ენის ცოდნა აუცილებელია?

ჩინური ენის ცოდნა არ არის აუცილებელი, ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ დამსაქმებელთან უშუალო კონტაქტში.

3. არ მაქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემიძლია თუ არა მაინც გავიარო რეგისტრაცია?

მოგახსენებთ, რომ აუცილებელია გაგაჩნდეთ ინგლისურ ენაში ბაკალავრის ან/და მაგისტრის დიპლომი, ან წარმოადგინოთ ენის ცოდნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, სულ მცირე ბ2 დონე.

4. როგორ ხდება დამსაქმებელთან ხელშეკრულების გაფორმება?

დამსაქმებელთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ გაგაცნობთ ხელშეკრულების პირობებს და ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, თქვენ აფორმებთ უშუალო ხელშეკრულებას დამსაქმებელთან.

5. უნდა გავიარო თუ არა რაიმე სახის ტესტირება?

დიახ, მოგახსენებთ, რომ რეგისტრაციის დასრულებისთანავე თქვენ გაივლით წერილობით ტესტირებას და ვერბალურ გასაუბრებას ინგლისურ ენაზე ჩვენს წარმომადგენელთან, ასევე გაივლით ზეპირ გასაუბრებას ინგლისურ ენაზე უშუალო დამსაქმებელთანაც.

6. როგორ უნდა მივიღო ჩინეთის ვიზა?

დამსაქმებელთან შეთანხმების მიღწების შემდეგ, ეუჯობსის გუნდი გაგაცნობთ საჭირო დოკუმენტაციის ნუსხას, ასევე შემოგთავაზებთ დახმარებას აღნიშნული დოკუმენტაციის მოძიებაში. მოგახსენებთ, რომ ვიზის საფასურს იხდით თქვენ და ეუჯობსი არ არის პასუხისმგებელი ჩინეთის ვიზის მიღებაზე.

7. შეიძლება თუ არა მივიღო უარი ვიზაზე?

დიახ, შესაძლებელია თქვენ რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო მოგივიდეთ უარი ვიზაზე. ეუჯობსი არ არის პასუხისმგებელი ჩინეთის ვიზის მიღებაზე.

8. ვინ იხდის თვითმფრინავის ბილეთის საფასურს?

თვითმფრინავის ბილეთის საფასურს და ვიზის მოსაკრებელს იხდით თქვენ, ჩინეთში ჩასვლის შემდეგ, თქვენ იქნებით უზრუნველყოფილი უფასო ბინით სამსახურთან ახლოს.

9. როგორი იქნება ჩემი სამუშაო გრაფიკი და ხელფასი?

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევიმუშავოთ თქვენზე მორგებული სამუშაო გრაფიკი, საშუალოდ სამუშაო გრაფიკი არის 40 საათი კვირაში დილის 9:00-დან საღამოს 18:00-მდე (ორი დასვენების დღე), ხელფასზე თქვენ უშუალოდ გაესაუბრებით დამსაქმებელს და სამუშაო პირობებიდან გამომდინარე მოელაპარაკებით ანაზღაურებაზე, თუმცა საშუალო ანაზღაურება არის თვეში 1000-2000$.

 

10. ჩინეთში ჩასვლის შემდეგ, პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ვის მივმართო?

მოგახსენებთ, რომ ჩინეთში ჩასვლის შემდეგ, ეუჯობსის ჯგუფის წარმომადგენელი 24 საათიან ონლაინ რეჟიმში დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრასა და ენის ბარიერის გადალახვაში.

11. არის თუ არა ასაკობრივი ზღვარი?

დიახ, ასაკობრივი ზღვარი არის 22-დან 45 წლამდე.

სასარგებლო ბმულები 

მენიუ

საკონტაქტო ინფორმაცია

 

     თბილისი 0162, ი.აბაშიძის ქ. 72

 

ტელეფონი: (995) 0 790 502 112

მობილური: (995) 598 222 787

 ელ.ფოსტა: contact@eujobs.ge

   ვებსაიტი: https://www.eujobs.ge/ 

  • Facebook
  • Linkedin

© 2019 EuJobs. All Rights Reserved                                                                                                                                                        Design by REMAX